საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №246-1


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 29 დეკემბრის
¹ 246 დადგენილებით


სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში - წესი)


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია "სახელმწიფო საკუთრე¬ბაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესა¬ხებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელ¬მწი¬ფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ¬ლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობ¬რივი თვითმმართველობის ორგანო-ებისა (შემდგომში - სა¬ხელ¬მწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იური¬დიუ¬ლი პირებისათვის სახელმწიფო სა¬კუთ-რებაში არსებუ¬ლი ქონების (შემდგომში _ ქონება) სარ¬გებ-ლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებზე, შემოქმედებით კავშირებსა და საქართვე-ლოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკ¬ლე-სიაზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთათვისაც სახელ¬მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულია "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურ¬სის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი

სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იუ¬რი-დიული პირებისათვის ქონების სარგებ¬ლო¬ბის უფლე¬ბით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენები შეიძლება იყვნენ:
ა) სახელმწიფო ორგანოები;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მუხლი 3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი

1. ქონება სახელმწიფო ორგანოებს ან საჯარო სა¬მართლის იურიდიულ პირებს სარგებლობის უფლებით შეიძ¬ლება გადაეცეთ უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
2. სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამარ¬თლის იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობაში გადა¬ცემა ხდება ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებუ¬ლე¬ბით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - აუდი¬ტორული დასკვნის საფუძველზე.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადა¬ცემისა და ამ უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებენ ქონების სარგებლო¬ბის უფლებით მიმღები სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.


მუხლი 4. ქონების სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იური-დიული პირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით სარგებლობაში გა-დაუცემელი ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის (შემდგომში - პირველადი გადაცემა) შესახებ. საქართვე¬ლოს ეკონომიკური განვითარების სამი¬ნისტრო განცხა¬დე¬ბის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვე¬ტი¬ლებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცე¬მის თაობაზე, რომელიც შესაბამის მარე¬გისტრირებელ ორ¬გა¬ნოში სახელმწიფო ორგანოს ან საჯა¬რო სამართლის იუ¬რიდიული პირისათვის ქონების სარგებ¬ლობაში გადაცე¬მის რეგის¬ტრა-ციის საფუძველია, _ ან მოტი¬ვირებულ უარს აცხა¬¬დებს ქონების გადაცემაზე. საქართველოს ეკონომი¬კური განვითა-რების სამინისტროს მიერ უარის თქმის შემ¬თხვევაში ქონე¬ბის გადაცემის სა¬კითხს სახელმწიფო ორგა¬ნოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტი¬ლე¬ბას, სახელ¬მწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იური¬დიული პირი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მარე¬გის-ტრირებელ ორგანოს ქონების სახელ¬მწი¬ფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისა¬თვის სარგებლო¬ბა¬ში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვ¬ნით.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთე¬ბულ მოთხოვნას ქონების გადა¬ცემის თაო¬ბაზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს სარგებ¬ლობა¬ში გადასაცემი ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რე¬ესტრიდან _ უძრავი ქონების შემთხვევაში) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარდგენილი გან¬ცხადების შემთხვევაში _ სახელ¬მწიფო კონტროლის განმა¬ხორციე¬ლებელი ორგანოს თან¬ხმობა.
3. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სა-მართლის იურიდიული პირებისათვის პირ¬ვე¬ლადი გადაცემა ხორციელდება სა¬ქართვე¬ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წე¬რილო¬ბითი თანხმობით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის-ტროს მიერ ქონების სახელმწიფო ორგანო¬ების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გა-დაცემის თაობაზე წერილობითი თან¬ხმობა უნდა შეიცავ¬დეს:
ა) ქონების მიმღები სახელმწიფო ორგა¬ნოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახე¬ლებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასია¬თებას;
გ) ქონების სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამარ¬თლის იურიდიული პირისათვის სარგებლო¬ბის უფლებით გადაცემის ვადას;
დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემ-თხვევაში).

მუხლი 5. სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მის სარგებლობაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ სხვა სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართვის წარდგენა

1. ქონების გადაცემის მოთხოვნით სა¬ხელ¬მწიფო ორ¬გა-ნოს ან საჯარო სამართლის იურიდი¬ული პირისათვის მიმართვის უფლება აქვთ სახელმწიფო ორგა¬ნოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
2. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იუ¬რი-დიული პირი სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სა¬მარ¬თლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფ¬ლე¬ბით გადაცემული, ან მის ბალანსზე რიცხული ქონების სარ-გებლობაში გადაცემის მოთ¬ხოვ¬ნით მიმართავს მოსარგებლე სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
3. მიმართვა უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთე¬ბულ მოთხოვნას ქონების გადა¬ცემის თაო¬ბაზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეეს-ტრიდან _ უძრავი ქონების შემ¬თხვევაში) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარდგენილი მიმარ-თვის შემთხვევაში - სახელმწიფო კონ¬ტროლის განმახორ-ციელებელი ორგანოს თანხმობა.

მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან მის ბალანსზე რიცხული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იური-დიული პირი ქონების სხვა სახელმწიფო ორ¬გა¬ნოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი¬სათვის სარგებ¬ლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართვის წარდგე¬ნიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გა¬დაწყვ¬ეტილებას წერილობით მოთხოვნილი ქონების გადა¬ცემის თაობაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი¬ნისტროსა და ამ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იური¬დიულ პირს შორის ქონების გადაცემის თაობაზე ადრე დადებული ხელშეკრულების ან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების, მიღება-ჩაბა-რების აქტის გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრი¬რებელ ორგანოში უფლების რე¬გის¬ტრაციის საფუძველია.
2. ქონების სახელმწიფო ორგანოთა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთათვის სარგებლო¬ბა¬ში გადა¬ცე-მის მიზნით სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული წერილო¬ბითი თანხმობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ¬თლებრივი აქტი) უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების მიმღები სახელმწიფო ორგა¬ნოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახე¬ლებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასია¬თებას;
გ) ქონების სა¬ხელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამარ¬თლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლე¬ბით გადაცემის ვადას;
დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იური-დიული პირი უძრავი ნივთის სახელმწიფო ორგა¬ნო¬ს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებ¬ლო¬ბაში გადაცემის თაობაზე ვალდებულია გადაცე¬მიდან არა უგვიანეს 1 თვისა ინფორმაცია წარუდგინოს საქართვე¬ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი მის სარგებ-ლობაში არსებულ ქონებას სახელმწიფო ორ¬განოს ან სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარ¬გებლობაში გადასცემს მხოლოდ სახელმწიფო კონტრო¬ლის განმახორ-ციელებელი ორგანოს თანხმობით.


მუხლი 7. ქონების, რომლის მესაკუთრე დაუდგენელია, სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებლობის
უფლებით გადაცემა

1. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელ¬მწიფო ორგანო (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცე¬მის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული საა¬გენ-ტოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებადD აღ¬რიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოსათვის სარგებ¬ლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, _ ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გა¬და¬ცემაზე.
2. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა¬მი-ნისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილი არიან, მიმართონ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვა¬ლის-წინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარადგენს ქონების სარე¬გის-ტრაციო დოკუმენტაციას (საკადასტრო აზომვით ნა¬ხაზს, ტექნიკურ პასპორტს და სხვ.).

მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
მიერ სარგებლობის უფლებით მოთხოვნილი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართვე-ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წერილობითი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვე¬ტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მიერ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო¬სათვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთ-რებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძვე¬ლია, _ ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადა¬ცემაზე. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვე¬ტილებას, ადგი¬ლობ-რივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმარ¬თველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვ¬ნით.

მუხლი 9. ქონების გადაცემა

1. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებ¬ლო¬ბის უფლე¬ბით გადაცემა ხორციელდება "სახელმწიფო საკუთ-რებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადა¬ცემის შესახებ" საქარ¬თვე¬ლოს კანონის შესაბამისად.
2. აკრძალულია სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ნივთზე სხვაგვარი გან¬კარ¬გვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინის¬ტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწ¬ვევს ქონე¬ბის მესაკუთრის შეცვლას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფ-ლე¬ბით გადაცემისას, გარდა პირველადი გადაცემისა, ფორ-მდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა გაფორმდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, კანონ-მდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის-ტრო უფლებამოსილია, მიმართოს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნით, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნული ნივთის პრივა¬ტიზების თაობაზე.