საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №250

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის ¹218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო¬დექ¬სის 63-ე მუხლის შესაბამისადG "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კო¬დექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლე¬ბით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკი¬ცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემ¬ბრის ¹218 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი¬ლებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ¬ლო¬ბაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებუ¬ლების დამ-ტკიცების თაობაზე".
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება¬მოსი-ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თან¬დარ-თული დებულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ.".
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩა¬-მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ¬ლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესა¬ხებ".
4. დებულების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყა¬ლიბ¬დეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია "სახელმწიფო საკუთ¬რე¬ბა¬ში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი¬ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო სა¬კუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში - ქონება) სარ¬გებ¬ლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების წესსა და პირო¬ბებს.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა-თვისაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ-ლობაში გადაცემა გათვალისწინებულია "სახელმწიფო ორგანო-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ-ლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი გან-ხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბა¬მისად.
3. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სა¬ქართ-ველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო საკუთრე¬ბაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით და სასყიდლით. სარგებლობის საწყის ფასს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი.
5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო¬ები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოები და საჯარო სამართლის იური¬დი¬ული პირები უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით სარ¬გებ¬ლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადა¬ცემიდან 1 თვე¬ში წარუდგენენ საქართველოს ეკონო¬მიკური გან¬ვითარების სამინისტროს.
6. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ქონების სარგებლობის უფლებით გამ¬ცემს შეს-თავაზებს ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით - ასევე აიღებს ვალდე¬ბულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტ-რო, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომი-ური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოები (შემდგომში - სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები - ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშო¬რისო ორგანიზაცია.
მუხლი 3. აუქციონის ორგანიზება
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის სა-ფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინი-სტროს თანხ¬მობით, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სა¬მართ-ლის იური¬დიული პირის მიერ, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბა¬ლანსზეც ირიცხება უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთს სარგებ¬ლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი ასევე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს მოძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კო¬დექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქ¬ციონის საფუძველზე, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივ¬თი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტ¬როლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონებას, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქო-ნებისა, სარგებლობაში გადასცემს სასყიდლით, საქართ¬ველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლო¬ბის ფორ-მებით, აუქციონის საფუძველზე.
4. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება აუქციონის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ხოლო სა¬ხელმ-წიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუ¬მენ¬ტები თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ შესაბამისი სახელმწიფო ორგა-ნოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამი-ნისტ¬როსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწი¬ნე-ბული წესით.
5. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კა-ლენდარული დღით ად¬რე უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლე¬ბით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორ-მაციის გამოქვეყნებას "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმ¬მა¬რთ¬ველი ერთეულის ქონების პრივატი-ზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" სა-ქართველოს კანონის მე-9 მუხ¬ლის პირველი პუნქტის შესაბამი¬სად დადგენილი წესით.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახე¬ლე¬ბას;
ბ) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერი-უმებს;
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქ-ციონის გამართვის ვადას;
ე) ბეს, სავაჭრო ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონა¬წილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქო¬ნე¬ბის სარგებლობის უფლებით გამცემი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონ¬ტაქტო ტელეფონს;
ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის ფორმით ქონების სარგებ¬ლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწო-ნილად.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერე-სებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შე¬სა-ხებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. აუქციონის ჩატარების თარიღის ან ნებისმიერი სხვა გამოქვეყნებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში აუქციო¬ნის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა დაუ¬ყოვ-ნებლივ უნდა აცნო¬ბოს აუქციონში მონაწილეებს. თუ აუქ¬ციონში მონაწილეთა რაოდენობა აღემატება ათს, მაშინ შეტ¬ყობი¬ნება უნდა განხორ¬ცი¬ელდეს იმ საშუალების გამოყენებით, რომლითაც მოხდა აუქ¬ციონის შესახებ ინფორმაციის გამო¬ქვეყნება.
9. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომი¬სიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდო-მარე, აუქციონა¬ტო¬რი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომი¬სიის წევრები.".
5. დებულების 32 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. დებულების 33 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. აუქციონი იმართება მისი გამოცხადების დღიდან ოც-დამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობის შესა¬ხებ განაც¬ხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის მოწყობის დღის ჩათვლით და აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ დად¬გენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოცდამეათე კალენ¬დარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, განაც¬ხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირ-ველსავე სამუ¬შაო დღეს, იმავე საათზე.";
ბ) მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
"ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფ-ლებით გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);";
გ) მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ე) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარა¬დ-გენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო საერთა¬შორისო ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობით გათ¬ვა-ლისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.".
7. დებულების 34 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
"4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონა-ტორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის ოდენობასა და ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრე¬ტული ქონებისათვის განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქო¬ნების სარგებლობის უფლებით გამცემი).".
8. დებულების 34 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
"10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრა¬ცი¬ულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მას აუქციონის და¬სრუ¬ლებიდან 10 დღეში.".
9. დებულების მე-5, მე-6, მე-7, 71 და 72 მუხლები ამო¬ღებულ იქნეს.
10. დებულების მე-8 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
"2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქ¬ციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემ¬თხ¬ვევაში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის შედე¬გების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა აუქ-ციონის ფორმით ქონების სარ¬გებლობის უფლებით გამცემთან მოქმედი კანონმდებ¬ლობით დად¬გენილი წესით გააფორმოს ხელშეკ¬რუ¬ლება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.
3. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით სარგებ¬ლო¬ბის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შე¬ტა¬ნილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გა¬და¬სახ¬დელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტუ¬რებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში.";
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"7. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარ-ჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.".
11. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
"მუხლი 9. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პა¬სუ-ხისმგებლობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებუ-ლია, აუქ¬ციონის ფორმით მიღებული ქონების შემდგომი გა-მოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ¬ლე¬ბები და აუქციონის ფორმით ქო¬ნების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვ¬ნის¬თანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელ-შეკრულების მოთ¬ხოვნების შესრულების თაობაზე.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გა-ფორმების შემდეგ ვალდებულია, სარგებლობის უფლებით მიღე-ბული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტ¬რიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სა-რგებლობის უფლებით მიმღებს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, აუქ¬ციონის ფორმით გაცემული ქონება განკარ¬გოს, გასცეს სარგებ¬ლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირ¬თოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვ¬ლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და-უცვე¬ლობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელ¬შიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკის¬რება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განი-საზღ¬ვრება სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში _ ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლო¬ბის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში _ დარჩენილი განსახორცი-ელე¬ბელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრუ¬ლე-ბლო¬ბისათვის პირ¬¬გა¬სამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5. თუ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უფლება აქვს, ცალმხრივად მოშალოს ხელ¬შეკ-რუ¬ლება. ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლე¬ბით მიმღებს შეტანილი ბე არ უბრუნდება და არ აუნაზ¬ღაურ¬დება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.".
12. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური