საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №982

2009 წლის 7-8 ნოემბერს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ელ სალვადორისათვის დახმარების გაწევის შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან ელ სალვადორს გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი 2009 წლის 7-8 ნოემბერს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური