საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1024

"ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის N722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის N722 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"
"1. 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის (მუდმივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განეკუთვნებიან პირველ კატეგორიას) ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებისა და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების (მუდმივად მცხოვრები ოჯახები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 232 800 (ორას ოცდათორმეტი ათას რვაასი) ლარი."

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური