საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №200-1

2009 წლის 17 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

დავით რაქვიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

მალხაზ აკიშბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ¬ლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ლევან გერაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი

ლორიკ მარშანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

გონერ კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.