საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №204

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს N95 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


შეტანილ იქნეს ცვლილებები "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს N95 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნინო ხურციძე - "ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის" უფროსი იურიდიული მრჩეველი, საბჭოს თავმჯდომარე

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ლია ბუაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი

ბორის გითოლენდია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტუ-რის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყო-ფილების უფროსი, საბჭოს მდივანი

ქეთევან გურჩიანი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ირინე დარჩია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

დავით კერესელიძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის სრული პროფესორი

ნინო ოკრიბელაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

რამაზ ქვათაძე - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენას" აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.".

 


ნიკა გილაური