საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №207

,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი „დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალისწინებული „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" განმახორციელებელი ჯგუფის (გუნდი) შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი „დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალისწინებული „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" განმახორციელებელი ჯგუფის (გუნდი) შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის N257 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით შექმნილი ჯგუფის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დავით კობერიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, ჯგუფის ხელმძღვანელი

ზურაბ ბრეგვაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ქეთევან დგებუაძე - ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის საზოგადოების გათვითცნობიერებისა და ინფორმირების კომპონენტის კოორდინატორი

ზურაბ კიკალია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი

ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი

კობა ძამაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.".



ნიკა გილაური