საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №208

ლ. ორკოშნელის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ


გათავისუფლდეს ლევან ორკოშნელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე.

 

 ნიკა გილაური