საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №213

ქ. ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის 98-ე სესიის მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შესახებ

1. დამტკიცდეს 2009 წლის 14-18 ივნისს ქ. ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის 98-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაციის (შემდგომში  დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.

2.დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა (ორგანიზაციებმა).

3. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის მივლინების ხარჯები ანაზღაურდეს "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


ნიკა გილაური