საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №400

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 2009 წელი, №11, III ნაწილი, მუხლი 125) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8.

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) გამომძიებლები;
დ) მრჩევლები;
ე) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;
ვ) სამინისტროს სპეციალისტები;
ზ) დაწესებულების მთავარი ექიმები;
თ) განყოფილების უფროსი ექიმები;
ი) მთავარი ექიმის მოადგილე;
კ) ლაბორატორიის უფროსი;
ლ) უფროსი ექიმები;
მ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგე-ნოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი-ლაბორანტი, ექიმი-ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი-დიეტოლოგი);
ნ) უფროსი ექთნები;
ო) ექთნები (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი-დიეტო-ლოგი, პროვიზორი);
პ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომლები, სტატისტიკოსები;
ჟ) სანიტრები.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ-ჟ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ-ჟ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა მოვალეობანი შეიძლება განისაზღვროს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური