საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №401

იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხ¬ლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტის შესაბამისად იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია, განისაზღვრონ:
ა) შემოსავლების სამსახური;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია;
დ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური