საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №402

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე:

მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გოგა გუგავა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით თომაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

ნათია მიქელაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი პერტაია - საქართველოს მთავრობის კანცელარიის კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ყაველაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

დავით ჩხეიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

გიორგი გოდაბრელიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს

ჯემალ ინაიშვილს - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს

ლაშა თორდიას - საქართველოს პარლამენტის წევრს

პაატა ლეჟავას - საქართველოს პარლამენტის წევრს

გელა ლონდარიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური