საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №405

სსიპ - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის-მომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N351 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად `სსიპ - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N351 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, N151, მუხლი 2153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სსიპ - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციის და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის შექმნის შესახებ.

2. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრი ჩაითვალოს სსიპ - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით შექმნილი კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დებულების და მომსახურების ტარიფების დამტკიცება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური