საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №409

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N94, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 22 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 22 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყის ფასს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრო ადგენს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ლიცენზიის მფლობელზე არ ვრცელდება ტყით სარგებლობის გეგმის შედგენის ვალდებულება.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
`61. სანიტარული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის უზრუნველსაყოფად აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და სხვა.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
`13. ტყის მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარული ჭრებით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონ-დის მართვის უფლების მქონე ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით ჩაიბაროს ტერიტორია მიღებაჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებით ,,ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ;
ბ) მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში მონიშნოს მოსაჭრელი რესურსი და შესაბამისი მასალები წარუდგინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ტყე-კაფის გამოყოფის მიზნით. გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადად განისაზღვროს 2 წელი;
გ) გამოყოფილ ტყეკაფზე განსაზღვრული მოსაჭრელი რესურსის მოცულობის შესაბამისად გადაიხადოს სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარ-გებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკი-ცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორ-მულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი;
დ) ამ პუნქტის `გ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ლიცენზიან-ტისთვის ტყეკაფის გამოყოფის დღიდან და გადახდისას გამოიყენება სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხ¬ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;
ე) ხე-ტყის დამზადება განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების დასრულებისა და ტყეკაფის გამოყოფის შემდგომ;
ვ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ვ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;
ვ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ზ) დაიცვას სანიტარული ჭრის წესები;
თ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ნიადაგის ეროზიასა და ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე;
ი) ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს განახორციელოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობების გამოვლენა, აღდგენის ღონისძიების, ფორმების შერჩევა და აღდგენას დაქვემდებარებულ თითოეულ ფართობზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოში შესათანხმებლად წარადგინოს ტყის აღდგენის პროექტი (სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის, ხელოვნური ნარგაობის გაშენებისა და ხელოვნურად გაშენებული ნარგაობის ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე მოვლითი სამუშაოების გათვალისწინებით, აგრეთვე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი კონკრეტული ქმედებების შესახებ). ტყის აღდგენა განახორციელოს აღდგენას დასაქვემდებარებელ ფართობებზე, თითოეული ფართობისათვის წარდგენილი ტყის აღდგენის პროექტის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
კ) სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;
ლ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
მ) განახორციელოს მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვის და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რის უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელდაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
ნ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ო) პესტიციდების ნარჩენები არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
პ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;
ჟ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა განხორციელებას;
რ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ს) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით.

6. მე-9 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`22. 22 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წაბლის ქერქის კიბოთი დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 1 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური