საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №411-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 28 დეკემბრის
N411 დადგენილებით

დანართი N1

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა

საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-დ" ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (PricewaterhouseCoopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);
ი) ტენონი (Tenon Group);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).