საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №412

"საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N#57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების _ სახელმწიფო რწმუნებულების _ გუბერნატორების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 29 დეკემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური