საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №413

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, N103, მუხლი 1546) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში - ბიურო) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შექმნილი დაწესებულება, რომლის მიზანია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, ამ დებულებით განსაზღვრული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის მომზადება და გაცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე."
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბიუროს ემბლემა გამოიყენება ბიუროს ბლანკებსა და ბიუროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის (შემდგომში _ ცენტრი), სამედიცინო ექსპერტიზისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტების შენობების შესასვლელების აბრებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.".

2. მე-2 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „გ" და „დ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების/ცენტრის მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს შრომის კოდექსის, ამ დებულებისა და სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დებულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრუ-ლე¬ბებს;~;
ბ) „ლ" და „მ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ამტკიცებს ბიუროს და ცენტრის საშტატო განრიგს, თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობას, სახელფასო ფონდს, ცენტრის მომსახურების ტარიფებს;
მ) ამტკიცებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების/ცენტრის დებულებებს და განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიებს;
გ) „პ", „ჟ" და „რ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) ამტკიცებს ბიუროს და ცენტრის შრომის შინაგანაწესს, განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
ჟ) ამტკიცებს ბიუროსა და ცენტრში სტაჟირების გავლის წესს;
რ) ამტკიცებს ბიუროსა და ცენტრში კონკურსის ჩატარების წესს;".

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ" ქვეპუნქტი:
„გ) სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81
ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრი.".

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. ცენტრის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებითა და ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
3. სტრუქტურული დანაყოფი/ტერიტორიული ორგანო/ცენტრი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და ცენტრის დებულებით.".

7. მე-12 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა¬კითხების გადასაწყვეტად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

8. მე-13 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასამართლო-ფსიქიატრიული, სასამართლოფსიქოლოგიური და კომპლექსური (სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური) ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

9. მე-14 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

10. მე-15 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო ბიოლოგიის დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სპეციალური გამოკვლევების, სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური და სხვ.) ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

11. მე-16 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

12. მე-17 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

13. მე-18 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

14. მე-19 მუხლის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად კომპიუტერული ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

15. მე-20 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ნარკოლოგიური, ამბულატორიული სასამართლოფსიქიატრიული, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

16. 21-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ნარკოლოგიური, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;".

17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211
სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის ამოცანაა ცენტრის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება, ასევე სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.".

18. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
1. ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს და ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
2. სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
3. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის უფროსი/დირექტორი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ დანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში/ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს (გარდა სტრუქტურულ დანაყოფში გასაგზავნად მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიმართვისა (მიმოწერის ბლანკი);
დ) ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს/ტერიტორიულ ორგანოს/ცენტრს თავისი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ზ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს ბიუროს უფროსის წინაშე იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ბიუროს უფროსის წინაშე სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის დებულებით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.".

19. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები _ სამმართველოს უფროსები;".

20. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის საშტატო შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დებულებით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური