საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №415

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე დამტკიცდეს:

1. საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი N1).

2. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N2).

3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური
ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი N3).

4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N4).

5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 100 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი N5).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური