საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1275

ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური