საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1277

ა. ცინცაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი¬ციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, სასოფლოსამეურნეო კარანტინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმი-ნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური