საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1288

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის I და II პროექტების განხორციელების მიზნით KfW-სთან გაფორმებულ საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულებასთან (07.10.1999 წ.) და საკრედიტო და დაფინანსების ხელშეკრულებასთან (19.12.2003 წ.) დაკავშირებით დადებული წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის I და II პროექტების განხორციელების მიზნით KfW-სთან გაფორმებულ საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულებასთან (07.10.1999 წ.) და საკრედიტო და დაფინანსების ხელშეკრულებასთან (19.12.2003 წ.) დაკავშირებით დადებული წერილიშეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის I და II პროექტების განხორციელების მიზნით KfW-სთან გაფორმებულ საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულებასთან (07.10.1999 წ.) და საკრედიტო და დაფინანსების ხელშეკრულებასთან (19.12.2003 წ.) დაკავშირებით დადებული წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლა-მენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური