საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1322

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 8 ოქტომბრის N15/385) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. სენაკში, შოთა რუსთაველის ქ. N243-ში მდებარე შენობის II სართულზე არსებული 381.69 კვ.მ არასა-ცხოვრებელი ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N44.01.31.023.01. 504) სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური