საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1326

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიც-დეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 17 სექტემბრის N15/277) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. N14-ში მდებარე შენობის სარდაფის 184.09 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.19.34.002.033.01.500); ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. N14-ში მდებარე შენობის I სართულის 962.92 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.19.34.002.033.01.502) და ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. N14-ში მდებარე შენობის II სართულის 1042.72 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.19.34.002.033.01.501) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური