საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1329

პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი ავალიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

თეა გულუა - საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

დენის დავითაშვილი - - საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

ლალი ებანოიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

დავით კერესელიძე - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

დავით ლომიძე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ილია მაღალაშვილი - - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

ნათია მიქელაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით მჭედლიშვილი- სსიპ - ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი

ხათუნა ოჩიაური - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

აკაკი სეფერთელაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ზაზა ცირამუა - სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის დირექტორი

პეტრე წურწუმია _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

მარინე ჭოღოშვილი- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

შორენა ჯაფარიძე _ დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N1200 განკარგულება ,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური