საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1342

,,EXPO 2010" მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,EXPO 2010" მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული სიტყვები ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე შეიცვალოს სიტყვებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური