საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1351

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხ¬ლის მე-5 პუნქტის 'ზ' ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი საქონლის დეკლარირების მოსაკრებლების შესახებ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 21.06.2010, N1/128).

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური