საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1376

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრში 660 გრძივი მეტრი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და შესაბამისი მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის `ე' ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის მუხლით (ორგანიზაციული კოდი _ 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური