საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1423

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წაბლის ქერქის კიბოთი~ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო ტყის ფონდის 5825 ჰა-ზე წაბლნარი კორომების სატყეო_პათოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, დაავადების ხარისხის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი დასკვნა.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წაბლის ქერქის კიბოთი დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს დე ენდ ვესთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სატყეო სააგენტოს მეშვეობით გააფორმოს ხელშეკრულება 7 წლის ვადით.

3. შპს `დე ენდ ვე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანოს საკომპენსაციო თანხები შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი _ 2010 წლის 31 დე¬კემ¬ბ-რა¬მდე;
ბ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი _ 2011 წლის 30 ივნისამდე;
გ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი _ 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის N697 განკარგულება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წაბლის ქერქის კიბოთი დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს დე ენდ ვესა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური