საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1445

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის18 თებერვლის N101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ-ლის შესაბამისად ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებ¬ლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2009-2010 წლებში უზრუნველყოს ოზურგეთი-ნატანები-წვერ-მაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;
ბ) 2009-2011 წლებში უზრუნველყოს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზეს-ტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდინარე ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

2. 2011 წელს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდ. ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური