საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1446

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2011 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობა;

ბ) აღნიშნული ხიდის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური