საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1456

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის N1284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის N1284 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი: 201990079) 30 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, N1 დანართში მითითებული უძრავი ქონება და თხოვების ფორმით - N2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური