საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1553

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის N26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმში, გორგასლის ქუჩა N113-ში/ქალაქ ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N16-18-ში მდებარე ბინა N4 (ფართობი _ 129.30 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N05.23.27.005.02.004).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური