საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1606

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის განშტოების სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის განშტოების სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსოფლიო ბანკთან შეათანხმოს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „კახეთის რეგიონული გზების რეაბილიტაციის პროექტის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში სოფელ სასადილოდან სოფელ სიონის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების საკითხი.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური