საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №226

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის N218 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

 

ნიკა გილაური