საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №235

დ. ნამგალაურის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს დავით ნამგალაური საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2010 წლის 30 ივნისიდან საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ნიკა გილაური