საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთში ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 26 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდა.
როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ვიზიტით ძალზედ კმაყოფილია.

"სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები მქონდა, ჩატარდა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ენერგეტიკულ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი ხაზი აშენდება, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გაცვლას. აგრეთვე, კულტურულ საკითხებზეც ვისაუბრეთ.

ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ყველა საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. ასეთი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას უწყობს ხელს.

შემდეგი კომისიის სხდობა ზაფხულში, ბათუმში, ჩატარდება," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახრი