საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 2010 წლის 9 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დასადებათ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აპირებს გარკვეული წინაპირობების შესრულებას .

„ამ ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს მთავრობამ გარკვეული წინაპირობები უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, დამოუკიდებელი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" ჩამოყალიბებაა. ეს სააგენტო ამავე სახელწოდებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროში არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება სააგენტოს ლიკვიდაცია, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა. შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით იგივე სახელწოდებით, დამოუკიდებელი სჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება.

ეს ღონისძიება მთავრობის გადაწყვეტილების პირველი ეტაპია, ხოლო შემოდგომაზე მოხდება ამ სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილებით აღჭურვა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უფროსმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური