საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

ნიკა გილაური ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას დაპირდა ამოსაბეჭდი ვერსია

ნიკა გილაური ტყიბულის „მინდელის“ სახელობის მაღაროს კოლექტივს შეხვდა2010 წლის 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ტყიბულის „მინდელის" სახელობის მაღაროს კოლექტივს შეხვდა, სადაც გუშინ 22:30 წუთზე მეთანის აფეთქების გამო ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

ნიკა გილაურმა შეხვედრის დროს განახცადა, რომ დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მიიღებენ, გარდა ამისა დაშავებული მაღაროელის მკურნალობა ქუთაისის საავადმყოფოში ასევე სახელმწიფოს დახმარებით გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით საგამოძიებო კომისია დაადგენს უბედური შემთხვევის მიზეზებს და შემუშავდება აუცილებელი ზომები, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური