საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს და პოლონეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და პოლონეთის პრემიერ–მინისტრის დონალდ ტუსკისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის 11 მარტს მოლაპარაკება გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან (Donald Tusk).

საუბრის დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ და მათი გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

მხარეებმა განიხილეს ვარშავასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების საკითხები და ერთობლივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პერსპექტივა, იმისათვის რომ ბიზნესწრეებმა მიიღონ ინფორმაცია ამ ქვეყნებში არსებული პერსპექტივების შესახებ.

ნიკა გილაურმა თავის პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მსოფლიო არენაზე, რომელსაც ყოველთვის ამჟღავნებდა პოლონეთი საქართველოს მიმართ.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური