საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგი გამართა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ჩამოვაყალიბეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიია. კომისიაში შედის პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს მთავრობა. მთავრობას ამ კომისიაში წარმოადგენს ბატონი სანდრო კვიტაშვილი.

დამტკიცდა კომისიის დებულება, კომისიის ძირითადი მიზანი იქნება ის გარკვეული პრობლემები, რაც საქართველოში შრომით ურთიერთობებში შეიძლება ყოფილიყო ან შეიძება იყოს, (ამგვარი) პრობლემები უნდა განიხილოს და გადაწდეს სამართლიანად.

ეს, ჩვენი აზრით, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ნორმალურ შრომით ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ, საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებას ხელი მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვი მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური