საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 2010 წლის 12 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის კანცელარიაში განცხადება გააკეთა.

„მოგეხსენებათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძე დღეს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე გარკვეული საკითხების გადაწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა.

მისი აზრით, არის საკითხები, რომლებიც ადგილზე აჭარაში უნდა წყდებოდეს და გადაწყვეტილებებს ზოგიერთ საკითხზე ადგილობრივი უწყებები უნდა იღებდნენ. ვარშალომიძე ამ უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისაგან.

კერძოდ მისი თქმით, ციტატა „არის შემთხვევები, როდესაც აჭარის რომელიმე სამინისტრო ვერ იღებს უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებას და ელოდება, რომელიღაც თბილისელი ბიუროკრატის მიერ მისთვის გაურკვეველ ქაღალდზე ხელმოწერას". ციტატის დასასრული.

მინდა გაცნობოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის წევრებს დაავალა ამ საკითხების განხილვა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ კვირაში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, მოუსმინოს ბატონ ლევან ვარშალომიძეს და მასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომლებზედაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს. ამ შეხვერდაზე ყველა დასმული საკითხის დეტალური განხილვა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა მოხდება."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური