საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელახლა შექმნა

2010 წლის 30 მაისს დანიშნული ადგილობრივი არჩევნების კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა ხელახლა ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის (IATF). უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის სწრაფი რეაგირების მექანიზმია, რომლის მიზანია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნები.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება და ითანამშრომლებს არჩევნებზე დამკვირვებელ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უპასუხებს სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ყველა წუხილს და შეკითხვას.