საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ სახელმწიფოს ხედვა წარმოადგინა. ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხედვა ჯანდაცვის რეფორმაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბოლო რამოდენიმე თვეა ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემურ რეფორმაზე, რომელიც მოიცავს ამ სფეროს ყველა კომპონენტს და ეტაპობრივად პასუხობს ყველა პრობლემას. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მუშაობის შედეგი - სახელმწიფოს ხედვა და კონკრეტული გეგმა ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ. რეფორმის მთავარი მიზანი არის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. ანუ, ერთის მხრივ უნდა არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების კლინიკები და საავადმყოფოები (ძირითადად კერძო მფლობელობაში, ხოლო სადაც აუცილებლობა არის იქ სახელმწიფოს მმართვაში), დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური ექიმებით, მეორეს მხრივ უნდა გვყავდეს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული მოსახლეობა, ხოლო შუაში უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი მედიატორის სამსახური - რომელიც შეძლებს დაზღვეული მოსახლეობის, საავადმყოფოების და სადაზღვეო კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარებას.

ერთ-ერთი კომპონენტი ჯანდაცვის რეფორმაში იყო 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა და ფინანსური კრიზისის შედეგად ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში არაფერი გაკეთებულა. პირიქით საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ბევრ წარმატებულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. სამი წლის წინ სულ 40 000 ადამიანი იყო დაზღვეული საქართველოში, დღეს ეს ციფრი 1.5 მლნ-მდეა გაზრდილი და მათ შორის დაზღვეულია 900 000-მდე ყველაზე უმწეო მოქალაქე, ყველა მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით სადაზღვევო პაკეტში შევიდა ყველაზე ფართოდ მოხმარებული წამლების თანადაფინასების კომპონენტი.

ყველა სოფელში დღეს წარმოდგენილია სოფლის ექიმი - ამისათვის ბოლო წლების განმავლობაში გადამზადდა 1200 ექიმი და 1300 ექთანი.
აშენდა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოები ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ბათუმში (სრულდება მშენებლობა), თბილისში - თოდუას ცენტრი (ძველი რკინიგზა), „მედიკლაბ ჯეორჯიას" კლინიკა, ნეოკლინიკა შვედურ ქართული ინვესტიცია ბახტრიონის ქუჩაზე, გოჩა ინგოროყვას კლინიკა, იაშვილის კლინიკაში კერძო კლინიკების ჯგუფი, მულტიპროფილური საავადმყოფო ორთაჭალაში (სრულდება მშენებლობა), „ავერსის" კლინიკა საბურთალოზე. ჩამოყალიბდა მედიატორის სამსახური, შევიდა ძალაში წამლის კანონი, რომელმაც გაზარდა კონკურენცია წამლის ბაზარზე და შეამცირა ფასები წამლებზე.
თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამ ეტაპზე აუცილებელი იყო უფრო მეტი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს აშენება რეგიონებში და დედაქალაქში. ამიტომაც სახე ვუცვალეთ 100 საავადმყოფოს პროგრამას და ახალისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ტენდერი ჩავატარეთ სადაზღვეო კომპანიებს შორის. აქამდე სადაზღვეო კომპანიები თითო-თითო წლით აზღვევდნენ 900 000 ყველაზე უმწეოს და ამაში სახელმწიფოდან იღებდნენ თითო დაზღვეულზე შესაბამის პრემიუმს. ორი პრობლემა არსებობდა - არ იყო საკმარისი რაოდენობა კარგი საავადმყოფოების და სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდნენ ყოველწლიურად ე.წ. აკვიზიციაზე - ანუ მოსახლეობის მოზიდვაზე, რეკლამაზე. ახალი ტენდერის მიხედვით, რომელიც 10 დღის წინ ჩატარდა და უკვე გვაქვს შესაბამისი შედეგები, ეს ხარჯები განულდა - ყოველ რაიონს ეყოლება შესაბამის გამარჯვებული კომპანია, რომელიც დააზღვევს იმ რაიონში მცხოვრებ ყველა უმწეოს 3 წლით. გამარჯვებული შეირჩა აუქციონის გზით, ანუ არსებულ სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში (რომელშიც 50 ლარამდე წამლის თანადაფინასებაც შედის) ვინც უფრო ნაკლებ თანხას მოითხოვდა სახელმწიფოსგან. სამაგიეროდ ეს დაზოგილი თანხები მიემართება საავადმყოფოების მშენებლობაზე. გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ ვალდებულება რაიონულ ცენტრებში ააშენონ ახალი, თანამედროვე საავადმყოფოები, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან რაიონებში.

მაგალითად "იმედი L", რომელმაც ტენდერის შედეგად გაიმარჯვა თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონებში დააზღვევს ყველა იქ მცხოვრებ უმწეოს და ამავდროულად ექნება ვალდებულება ააშენოს თელავში 70 საწოლიანი საავადმყოფო, ახმეტაში 15 საწოლიანი საავადმყოფო, ყვარელში 15 საწოლიანი საავადმყოფო. "GPI ჰოლდინგმა" მოიგო მცხეთა-მთიანეთის ლოტი და იქ დააზღვევს ყველა უმწეოს სამი წლით, ამავდროულად ექნება ვალდებულება ააშენოს 15 საწოლიანი საავადმყოფოები ყაზბეგში, მცხეთაში, დუშეთში და თიანეთში. ყველა საავადყოფოს მშენებლობა (გარდა 70 საწოლიანი საავადმყოფოებისა) უნდა დასრულდეს 2011 წლის 31 დეკემბრამდე. 70 საწოლიანი საავადმყოფოების დასრულების ვადაა 2012 წლის 31 მარტი.

ჯამში ამ პერიოდში, სადაზრვევო კომპანიების მიერ აშენდება 46 საავადმყოფო 1100 ზე მეტი საწოლით. ასევე აღსანიშნავია რომ სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა საავადმყოფოების მინიმალური სტანდარტი და 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერცერთი საავადმყოფო, რომელიც ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ვერ მიიღებს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმისათვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, მთავრობის ინიციატივით ძლიერდება მედიატორის ინსტიტუტი, რომელიც საშუალებას მისცემს უკმაყოფილო პაციენტებს მიმართონ ამ დაწესებულებას და სადაზღვევო კომპანია ან სამედიცინო დაწესებულება აიძულონ, რომ დაიცვას სტანდარტები.

აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ", რომელსაც უნდა აეშენებინა რამოდენიმე ათეული საავადმყოფო. მთავრობა ამ კომპანიასთან წყვეტს ხელშეკრულებას და ეს კომპანია დაჯარიმდება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო - მას ჩამოერთმევა მართვაში გადაცემული საავადმყოფოები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. იქ სადაც კომპანიამ შეასრულა პირობები იყო ზუგდიდის საავადმყოფო, რომელიც მას დარჩება მართვაში და ასევე ექნება ვალდებულება ააშენოს ახალი საავადმყოფოები მესტიაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, მარტვილში და წყალტუბოში - ამ საავადმყოფოებისთვის დაფინანსება კომპანიას უკვე გარანტირებული აქვს. აქაც მშენებლობები დაიწყება უახლოეს თვეებში და დასრულდება 2011 წლის ბოლომდე.

ამ დღეებში ისრაელის სამედიცინო საინვესტიციო კომპანია "აიჰოპი" ხელს მოაწერს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ის საქართველოს 27 რაიონში ააშენებს საავადმყოფოების ქსელს 1000-მდე საწოლით. ეს არის თვისობრივად ახალი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიას გადაეცემა უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ. პროექტის განხორციელება დაიწყება მაისში და პირველი შედეგები უკვე გვექნება ამა წლის ბოლოს.

რაც შეეხება თბილისს - დედაქალაქი გეოგრაფიულად დავყავით ჰოსპიტალურ კლასტერებად და ზოგან სახელმწიფოს მეშვეობით, ზოგან კი კერძო სექტორის ძალისხმევით მთლიანად მოვიცავთ ქალაქს მაღალი დონის საავადმყოფოებით. პირველი კლასტერი არის საბურთალო - რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც უკვე ველაპარაკებით ახალ ინვესტორს. კანადურ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კომპანიასთან უკვე სრულდება მოლაპარაკებები და იგი აიღებს ვალდებულებას დამატებით 30 მილიონ დოლარზე მეტი ჩადოს ამ საავადმყოფოს სრულ რეკონსტრუქციაში და თბილისელებს შესთავაზოს ყველაზე მაღალკვალიფიციური მომსახურება.

მეორე კლასტერი არის დიღმის კლასტერი - აქ სახელმწიფო თავად არემონტებს რკინიგზის და ჟვანიას საავამყოფოებს, სადაც ერთი წლის თავზე განთავსებული იქნება 14 მდე სხვადასხვა კლინიკა და თავად კოლექტივებზე მოახდენს უკვე გარემონტებული და წესრიგში მოყვანილი შენობების პრივატიზებას. ასევე აღსანიშნავია რომ ამავე კლასტერში "გლობალ ფონდის" დაფინანსებით იწყება მშენებლობა ახალი ინფექციურის და შიდსის ცენტრის. არამიანცში კერძო დაფინანსებით ხორციელდება ახალი, თანამედროვე კლინიკის მშენებლობა, რომელიც უახლესი სტანდერტებით მოემსახურება თბილისელებს უკვე მომავალი წლიდან. და

ბოლოს, ასევე კერძო სექტორის დაფინანსებით სრულდება ახალი მულტიპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა ორთაჭალაში - ყოფილი ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის კლინიკა.
ანუ ჯანდაცვის რეფორმა და ჰოსპიტალების მშენებლობა არ იქნება დამოკიდებული რომელიმე ერთი კომპანიის წარმატებაზე და დაფინასების მოპოვებაზე - 10 - მდე სადაზღვეო კომპანია ააშენებს 46 საავადმყოფოს რეგიონებში, "აიჰოპი" 27 რაიონში, "ბლოკ ჯორჯია" უკვე გარანტირებული დაფინანსებით 6 რაიონში ააშენებენ საავადმყოფოებს. მსოფლიო ბანკის ის დაფინანსებით მიმდინარეობს საავადმყოფოს მშენებლობა ამბროლაურში, ხოლო USAID აფინანსებს მშენებლობას ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში. გლობალ ფონდის დაფინანსებით აშენდება ინფექციური და შიდსის ცენტრი, სახელმწიფოს დაფინანსდებით რემონტდება რკინიგზა და ჟვანიას საავადმყოფოები, სადაც 14-მდე კლინიკა განთავსდება, კანადელები რესპუბლიკურში, კერძო ინვესტიციები ქართველი ბიზნესმენების ორთაჭალაში, არამიანცში და ა.შ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური