საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

სასტუმრო ''თბილისი მარიოტში'' ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 24 ივნისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, მან უცხოელ სტუმრებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო გააცნო:

„გასული წლების საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა მინდა წარმოგიდგინოთ. იმ მიმართულებების, რომლებიც განვითარებულია.

გასული წელი მარტივი არ ყოფილა საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაც არ იყო მარტივი წელი. ეკონომიკური კრიზისი შეიტყობოდა მთელს მსოფლიოში, ევროპაში. საქართველოზეც მან გარკვეული გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, გასული წელი საქართველომ მინუსიანი ზრდით დაასრულა, ეკონომიკის ზრდა -13,9 %-იანი იყო. ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ ამ რეგიონში არსებული ქვეყნების მაჩვენებლებს.

წლევანდელი წელი ბევრად უფრო კარგად დაიწყო. პირველი კვარტალი +4,5 %-ით დავასრულეთ. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, 2010 წელს ვვარაუდობთ 5%-იან ზრდას. რამოდენიმე კვირის წინ გამოვიდა „Fitch"-ის რაპორტი საქართველოზე. „Fitch"-ი საქართველოს ეკონომიკის 6 %-იან ზრდას ვარაუდობს. დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია.

ქვეყნის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის ორი მთავარი მიზეზია: რეფორმები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი...), რომლებმაც ძალიან იაქტიურეს გასული წლის განმავლობაში.

ჩვენი მთავრობის მიზანია - შექმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. იმისათვის, რომ შეიქმნას ერთი სამუშაო ადგილი საქართველოში, საჭიროა დაახლოებით 25-დან 50-მდე ათასი დოლარი ინვესტიცია. მიზნის მისაღწევად ერთადერთი გამოსავალია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში, მათი აქთივობა ქვეყანაში, სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება...
საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში კერძო
ბიზნესის კუთხიდან იყო განხილული. 4 წლის წინ საქართველოში 26 სხვადასხვა გადასახადი იყო, დღეს არის მხოლოდ 6 მცირე გადასახადი.

4 წლის წინ საქართველოში 1000-ზე მეტი ლიცენზია, სარეგულაციო სისტემა იყო, დღეს საქართველოში მხოლოდ 150 ლიცენზია გაიცემა.

ჩვენ გვაქვს ერთერთი ყველაზე ლიბერალური დასაქმების კოდექსი, მაქსიმალურად გვინდა ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს იმისათვის, რომ მათთვის მარტივი იყოს ადამიანების დაქირავება. ჩვენთან კომპანიის ჩამოყალიბება შესაძლებელია ერთ დღეში, მაქსიმალურასდ გამარტივებულია საბაჟო პროცედურები, ექსპორტი...

ჩვენს მიერ გატარებული რეგულაციების მეშვეობით საქართველო გავიდა მე-11 ადგილზე ე.წ. "Easy to do buziness"-ის კუთხით.

ერთერთი ყველაზე მთავარი ჩვენი მიღწევა კორუფციასთან ბრძოლაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში. კერძო სექტორისთვის რაიმე დამატებითი „შავი" გადასახადი დღეს საქართველოში არ არსებობს. ამის დამადასტურებელია არამარტო სხვადასხვა ბიზნესმენების გამოცდილება საქართველოში, არამედ ძალიან კონკრეტული კვლევები, რომლებიც „Transparency international"-მა და ევროკავშირმა ჩაატარეს რამოდენიმე თვის წინ. „Transparency international"-ის მიხედვით საქართველო ევროპაში, არამარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ათეულშია...

ყველა ამ რეფორმის ჯამში მივიღეთ რეზულტატი, რომლის მიხედვით საქართველო დღეს განიხილება ძალიან ბევრი ინვესტორის მიერ, როგორც რეგიონალური ცენტრი, როგორც ადგილი, სადაც შეიძლება ბიზნესის დაწყება და შემდგომ მისი გაზრდა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, უკრაინაში...

საქართველო, რეგიონში ენერგეტიკულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა. საქართველოზე გადის ენერგეტიკული დერეფანი, როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ასევე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მსოფლიო მოხმარების 1.5 % ნავთობი გადის საქართველოზე - აზერბაიჯანიდან შავ ზღვაზე, აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაზე; გაზი აზერბაიჯანიდან თურქეთზე და რუსეთიდან სომხეთზე. ჩვენ ვართ ელექტროენერგიის ექსპირტიორები ოთხივე მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

საქართველომ მიაღწია საკმაოდ დიდ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას, რაც დამატებით კომფორტს უქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართევლოში.." - განაცხადა ნიკა გილაურმა ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური