საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა2010 წლის 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიტყვას:

„პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება. მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაიზარდა ადრე ნავარაუდები 4.5 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე.

გარდა ამისა, მოხერხდა სახელმწიფო ბიუჯეტში 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობისათვის თანხების მობილიზება და ასევე 12 მილიონი ლარის გამონახვა რამოდენიმე საავადმყოფოს რეაბილიტაციისათვის.

მინდა მოგახსენოთ, რომ წელს საავადმყოფოების საწოლების ფონდს დაემატა 1000 ახალი საწოლი და ექსპლუატაციაში შევიდა 24 ათასი კვადრატული მეტრის ფართი.

აქვე მინდა გითხრათ, 2011 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრის შესახებ. ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ წელს შემცირდება ახლანდელი 6.3 პროცენტიდან დაახლოებით 4.3 პროცენტამდე.

რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ ბიუჯეტის დეფიციტის ასეთ შემცირებას? უპირველეს ყოვლისა ეს არის „ბიუროკრატიული მადის ალაგმვა". რას ნიშნავს ეს?

- მთავრობამ გადაწყვიტა ყველა სამინისტროს ხარჯი შეამციროს 10 პროცენტით

- გამოაცხადოს სრული მორატორიუმი ავტომობილების შესყიდვაზე

- არ გაზარდოს თანამდებობის პირთა ხელფასები."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური