საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-23

2016 წლის 23 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.
ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016" ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.