საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-25

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა.

ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.