საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-20

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის წინა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კომისიის სხდომაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმატზე და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.