„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 65 ე მუხლის მე 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ხოლო ქ. თბილისში -ქ. თბილისის მთავრობა, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით.".
2. 66 ე მუხლის მე 9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში - ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწი¬ნებული პროცედურების განხორციელებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია.".
3. 70 ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ" ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.".
4. 74 ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ" ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.".
5. 78 ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ" ქვეპუნქტი:
„კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.".
6. 82 ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ" ქვეპუნქტი:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური