საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №407

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ

მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. სსიპ - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ჩაითვალოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგი¬ერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N276 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის N114/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური